ADHD, იგივე ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის აშლილობა (ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი), (ადჰდ), არის ქცევითი და ნეიროგანვითარებითი აშლილობა, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ჰიპერაქტივობა და იმპულსურობა.
ADHD-ს აქვს სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორი: რამდენიმე სხვადასხვა გენი, დიეტა, გარემო, ა.შ. მიუხედავად ამისა, ADHD-ს არსებობის ზუსტი მიზეზი არავინ იცის, არსებობს ბევრი თეორია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ არის ამ გვერდის მიზანი.
გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, დღეს ყველას გვიწევს ბავშვობდიან საათობით აკადემიური მოსწრება, ყურადღებით მოსმენა ლექციების, საშინაო დავალებების შესრულება, ტექსტის დამახსოვრება (ყურადღებით წაკითხვა) და ზრდასრულობის ასაკიდან, 8-14 საათი სამუშაო (რომელიც ყურადღებით უნდა შესრულდეს), და ამასთან პარალელურად ახალი მასალის სწრაფი ათვისება კარიერული წინსვლის მიზნით. ზემოთ მოცემული მიზეზების გამო, ADHD აშლილობად ითვლება და არის ნამდვილი პრობლემა.
ADHD-ს ახასიათებს მრავალი სიმპტომები მაგრამ, რადგან ADHD ყველაზე ხშირად შესწავლილია ბავშვებში, თვითონ ეს სახელი მხოლოდ ყურადღებაზე და ჰიპერაქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან ესენია ყველაზე ადვილად შესამჩნევი ბავშვებში. ამიტომ ამ დაავადების სახელი შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი. შესაბამისად ADHD-ს მქონე ადამიანს შეიძლება ქონდეს ყურადღების დაქვეითება ჰიპერაქტიულობის გარეშეც. სიმპტომები ზრდასრულობის ასაკშიც არსებობს და ზოგი გამოიხატება სხვადასხვანაირად ბავშვებისგან განსხვავებით.
ყველაზე შემჩნევადი და პრობლემური სიმპტომი რომელიც ყველა ასაკის ჯგუფს ახასიათებს არის დაქვეითებული ყურადღების კონტროლი. ეს ნიშნავს, რთული აკადემიური წარმატება, ერთერთი კონკრეტული მაგალითი, "წაკითხულის გააზრება" (ერთერთი ეროვნული უნარების გამოცდა), ან რთული შესასრულებელია ან შეუძლებელია მოცემულ დროში, რადგან ამას სჭირდება უაზრო ტექსტის ყურადღებით წაკითხვა.
დანარჩენი სიმპტომები შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოცემულ სხვა ინფორმაციის წყაროებში.
მსოფლიოს მოსახლეობის სავარაუდოდ 2.2% ახასიათებთ ADHD. სხვადასხვა ასაკის და რასის ჯგუფში სხვადასხვა ნაწილს ახასიათებთ ADHD. საქართველოში არ ვიცი რამდენს ახასიათებთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობაზე (3.97 მილიონ ადამიანზე) რომ გამოვთვალოთ 2.2%, გამოდის 87 ათასი ადამიანი საქართველოში.
ADHD ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული დაავადებად. დაავადებების ICD-10 ბაზაში ADHD არის, F90.0, F90.1, F90.2, F90.8, F90.9.
ADHD გამოწვეულია თავის ტვინში სპეციფიკური ნეიროტრანსმიტერების, ნორეპინეფრინის ან/და დოფამინის დეფიციტის გამო და ამის შესწორებით ხდება მკურნალობა, მედიკამენტების გამოყენებით. მედიკამენტების, რომლებიც საქართველოში არ იშოვებიან, გაუგებარი მიზეზის გამო.
არსებობს არამედიკამენტური საშუალება, "თერაპია", მაგრამ ეს ხშირად მედიკამენტებთან კომბინირებით ხდება. თერაპიის ძირითადი დანიშნულება არის იმ მცირე პრობლემების გამკლავება, რასაც მედიკამენტი ვერ უმკლავდება.
თერაპია მედიკამენტების გარეშე, არ არის ADHD-ს სიმპტომების გამკლავების ეფექტური საშუალება, ის არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რაც ნიშნავს ფსიქიატრთან მრავალ ვიზიტს და "ფულის წყალში ყრას", მედიკამენტი (სტიმულანტი) კი ნახევარ საათში მოქმედებს, და ეს არამედიკამენტური "თერაპია" თავისით ნეიროტრანსმიტერების დისბალანსს ვერ შეასწორებს.
ერთერთი სტატიის აზრით "მიდგომა, რომ ყურადღების დეფიციტი შეიძლება იქნას დაძლეული ნებისყოფით, ისეთივე ცინიკურია, როგორც უსინათლო ადამიანს ურჩიო, რომ ცხოვრების წესის ცვლილებით დანახვა შეძლოს."
უსინათლობის ექვივალენტი ამ "თერაპიისთვის" იქნება დაეხმარო უსინათლოს თავისი სხვა გრძნობებიდან (სმენა, ყნოსვა, შეხება, ა.შ.) შეძლოს ცხოვრება, მაგრამ მთავარი პრობლემა არ იქნება მოგვარებული, ეს უბრალოდ პრობლემის გვერდის ავლის მცდელობა იქნება.
გვერდის ბოლოს მაქვს ჩამოთვლილი სხვა ალტერნატიული საშუალებები ADHD-ს გასამკლავებლად, რომლებიც ნაკლებად ეფექტურები არიან მედიკამენტზე, ორი სიტყვით რომ ითქვას, "არაფრის ქნას ჯობია".
მე არც ექიმი ვარ და არც ვარ ფსიქიატრი, ამიტომ ქვემოთ გაძლევთ რამდენიმე სხვა წყაროს სადაც ვრცლად არის განმარტებული ADHD.
ADHD-სთვის შექმნილი მედიკამენტები 2 ჯგუფად იყოფა, სტიმულანტები და არასტიმულანტები. ამ ცხრილში მხოლოდ ხშირად გამოყენებული ნივთიერებები შევიტანე.
ნივთიერება | ბრენდული დასახელებები |
---|---|
Methylphenidate (მეთილფენიდატი) | Ritalin (რიტალინი) Concerta (კონცერტა) |
Dexmethylphenidate (დექსმეთილფენიდატი) | Focalin (ფოკალინი) |
Dextroamphetamine (დექტროსამფეტამინი / დექსამფეტამინი) | Dexedrine (დექსედრინი) |
Lisdexamfetamine (ლისდექსამფეტამინი) | Vyvanse (ვივანსე) |
Mixed amphetamine salts (შერეული ამფეტამინი) | Adderall (ადდერალი) Mydayis |
ნივთიერება | ბრენდული დასახელებები |
---|---|
Atomoxetine (ატომოქსეტინი) | Strattera (სტრატერა) Amatrix (ამატრიქსი) |
Viloxazine (ვილოქსაზინი) | Qelbree (ქელბრი) |
აქედან, საქართველოში მხოლოდ ატომოქსეტინი არის დარეგისტრირებული.
პრობლემა ატომოქსეტინის (და სხვა არასტიმულანტების) არის ის რომ რამდენიმე კვირა მაინც უნდათ რამე ეფექტი რომ ქონდეთ, აქვთ საშინელი გვერდითი ეფექტები, როგირიცაა, სუიციდური აზრები, გულისრევა, გაღიზიანობადობა, შეკრულობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, უძილობა. და რამდენიმე კვირა თუ გაუძლებს ამ გვერდით ეფექტებს ადამიანი, მაინც ძალიან მცირე ან არ-არსებულ შედეგს მიიღებს. ამის გამო, ატომოქსეტინი (და სხვა არასტიმულანტები) არ არიან პირველადი საშუალებები ამისთვის შექმნილი. პირველადი საშუალებები არიან სტიმულანტები.
თუ გვერდითი ეფექტები არ არიან შემაკავებელი, არის დამატებით პრობლემა, ატომოქსეტინი არ იშოვება პრაქტიკულულად გამოსაყენებელ დოზებში (80 მგ+), მხოლოდ დაბალ დოზებში, დაბალი მარაგით, რის გამოც მთელ თბილისში მოგიწევს სირბილი ერთი თვის მარაგის საშოვნელად (დღეში 80 მგ-ზე რომ გამოთვალო), დაგიჯდება 500 ლარამდე, და შემდეგ თვეში შეიძლება არაფერი დაგხვდეს არსად.
ჩვენ გვჭირდება სტიმულანტები.
მეთილფენიდატი, ამფეტამინი, დექსამფეტამინი შეტანილი არიან ნარკოტიკული საშუალებების სიაში. სხვა ქვეყნებშიც არიან ესენი შეტანილი მსგავსს სიებში მაგრამ განსხვავება ის არის რომ იქ ექიმებს შეუძლიათ დანიშნონ და გამოწერონ რეცეპტი როცა ჩათვლიან რომ პაციენტს ესაჭიროება ეს, აქ კი არ ხდება ეს.
საზღვარგარეთ, ამერიკაში, ევროკავშირში, თურქეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, რეცეპტით იცემიან ეს მედიკამენტები. საქართველოში, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, ეს მედიკამენტები არ იშოვებიან, ექიმები ვერ/არ წერენ და ვერანაირ აფთიაქში ვერ იშოვი.
მედიკამენტებზე დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ვიკიპედიის გვერდს.
ვისაც სურს საქართველოში უკვე რეგისტრირებული მედიკამენტების გადამოწმება, შეუძლია იხმაროს ეს ბმული: http://apps.ssa.gov.ge/recepti/Camlebi
ა.შ.შ-ში (და სხვა განვითარებულ ქვეყნებში) 50 წელზე მეტია უკვე სერიოზულად ეკიდებიან ADHD-ს.
ასევე, ა.შ.შ-ში ADHD-ს ქონა, შეზღუდულ შესაძლებლობად არის აღიარებული.
აქ კი ველოდებით, და არაფერი ხდება, და შეიძლება კიდევ რამდენიმე ათწლეული არაფერი მოხდეს
თუ ცნობიერება ამ პრობლემის მიმართ არ გაიზარდა.
ეს გვერდი შეიქმნა ამ პრობლემის მოგვარების აუცილებლობის გამო. ამ გვერდის მიზანია გაზარდოს ცნობიერება ADHD-ს მიმართ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, რადგან საქართველოში აუცილებლად გვესაჭიროება ADHD-ს პირველადი მედიკამენტური საშუალება და უბიძგოს ცვლილებისკენ.
საქართველო სულ ახლახან გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, და დროა ევროკავშირის სტანდარტის ჯანდაცვის საშუალებები გვქონდეს.
ყველა შემთხვევისთვის, გაუგებრობა რომ არ იყოს, ქვემოთ განვმარტავ ჩვენს სრულიად აუცილებელ მოთხოვნებს:
ადრე აქ ეწერა რომ ეს შედიოდა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციის საზღვრებში და მოვუწოდებდი ჩვენს მკითხველებს, რომ განცხადება დაეწერათ, მაგრამ 2023 წლის თებერვალში მომივიდა ქვემოთ მოცემული პასუხი ჯანდაცვის სამინისტროდან განცხადებაზე რომელიც რამდენიმე თვით ადრე დავწერე:
ბატონო გიორგი,
თქვენი განცხადების პასუხად, რომელიც ეხება სამკურნალო საშუალებების: Methylphenidate, Dexmethylphenidate და Dextroamphetamine საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხს, გაცნობებთ, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალო საშუალებები: Methylphenidate, Dexmethylphenidate, Dextroamphetamine და მათი შემცველი ფარმაცევტული პროდუქტები, დღეის მდგომარეობით, არ არის რეგისტრირებული საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.
მასთან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1¹ მუხლის 49-ე პუქტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია შეიძლება განახორციელოს მწარმოებელმა, სავაჭრო ლიცენზიის მფლობელმა, იმპორტიორმა ან ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვებით დაინტერესებულმა სხვა ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. ხოლო ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის უფლება აქვს საბითუმო რეალიზატორს (ამავე კანონის მე-11 მუხლის 21-ე პუნქტი), რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვასთან, შენახვასთან, მომარაგებასთან, ექსპორტთან, იმპორტთან და რეექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. გამომდინარე აქედან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია ან/და იმპორტი.
დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს არაკომერციული მიზნით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისათვის, სამკურნალო საშუალებების (მათ შორის საქართველოში დაურეგისტრირებელი სამკურნალო საშუალების) შემოტანის შესაძლებლობას, 2011 წლის 15 ივნისის N01-31/ნ და N01-32/ნ ბრძანებებით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად.
პატივისცემით, [კონკრეტული პირის ვინაობას არ ვამჟღავნებ]
ჩემი მოსაზრება ადრე იყო რომ, განცხადებების მიღების საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა ექნებოდა იმპორტიორებთან და საბითუმო რეალიზატორებთან მოლაპარაკებისთვის. ჩემთვის უცნაურია პაციენტმა რომ ეხვეწოს იმპორტიორებს და საბითუმო რეალიზატორებს წამალზე.
ამის მიხედვით მე ჯერჯერობით ვეძებ გამოსავალს. სამწუხაროდ ჩემს მხრიდან ამ საკითხზე პროგრესი ვერ ხდება.
თუ თქვენ გაქვთ რამე იდეა, დამეკონტაქტეთ გვერდის ბოლოში მოცემულ ელ-ფოსტაზე.
თუ იცნობთ ვინმეს ვინც ფარმაცევტული საქმიანობით არის დაკავებული, გთხოვთ გააცანით ჩვენი გვერდი.
რაც შეეხება ბოლო აბზაცს, გთხოვთ გადახედოთ ქვემოთ "ალტერნატივა" განყოფილებაში "უცხო ქვეყნიდან შემოტანა (31 დღის მარაგი)" პუნქტს.
ერთი იმედი კი გაჩნდა ამ ბოლო დროს, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი...
რაც ეს გვერდი შევქმენი, მომივიდა რამდენიმე გამოხმაურება ჩვენ მკითხველებისგან ADHD-ს სამკურნალო ალტერნატიულ საშუალებებზე, რომლებიც გადავწყვიტე ქვემოთ ჩამოგითვალოთ.
აქედან შეიძლება სხვადასხვა მეთოდი ან მეთოდების კომბინაცია სხვადასხვა ადამიანს დაეხმაროს. შეიძლება მხოლოდ ერთ მეთოდის არჩევამ დიდი შედეგი არ მოიტანის სხვა მეთოდთან კომბინირების გარეშე.
კეტოგენური დიეტის (და კარნივორულ დიეტის) იდეა არის, ნახშირწყლების შემცველი საკვების მორიდება, რის შედეგადაც ორგანიზმი იწყების ცხიმების წვას, ამ პროცესს ქვია კეტოზი. ცხიმის წვა წარმოქმნის კეტონებს, რომლებიც არიან ბევრად უკეთესი ენერგისს წყარო თავის ტვინისთვის, გლუკოზისგან განსხვავებით.
ADHD-ის მქონე ადამიანისთვის, კეტოზის პროცესში ყოფნა უკეთესია.
ადამიანი კეტოზის პროცესში რომ იყოს, ნახშირწყლების დღიური მიღების მაღალი ზღვარი არის 20 გრამი.
კეტოზს აქვს უამრავი დადებითი ეფექტი ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. მე მომსვლია გამოხმაურება მკითხველისგან ვისაც ამან უშველა და მისცა საშუალება თავისუფლად კითხვა/მუშაობის 8 საათით. მისი სიტყვებით "ჯანმრთელ ადამიანზე 100ჯერ უკეთესი კონცენტრაცია მაქვს ამ დიეტის წყალობით."
არსებობს ასევე კარნივორული დიეტა, რომელიც ასევე ითვლება კეტოგენურ დიეტად და უფრო მეტ საკვებს ზღუდავს.
მომავალში ვაპირებ ამ საიტს გვერდი დავუმატო კეტოგენურ დიეტაზე. ჯერჯერობით ბევრი დრო არ მაქვს :(
ADHD-ს მქონე 1/3-ს აქვს სპეციფიური გენი, და ამათზე აუმჯობესებს OMEGA-3 ყურადღებას. შედეგები სავარაუდოდ 3 თვის შემდეგ მოდის.
მედიკამენტები რომლებიც არიან სხვა მიზეზით შექმნილი მაგრამ აქვს რაღაც ეფექტი ADHD-ზე. გთხოვთ არ მიიღოთ ექმითან კონსულტაციის და რეცეპტის გარეშე.
(ჩვენ არანაირი თანამშრომლობა გაგვაჩნია an1.ge-სთან და უბრალოდ ვახსენებთ მათ არსებობას)
არაკომპეტენტური "ფსიქიატრები" ამ მედიკამენტს წერენ ADHD-ზე მისულ პაციენტებზე. ეს ნივთიერება არის საშიში, არ არის რეგულირებული, იცის დამოკიდებულება და აქვს ნებისმიერ სხვა ნივთიერებასთან შედარებით ცუდი withdrawal, "ლომკა". თუ თქვენ სამწუხაროდ დაიწყეთ ამის მოხმარება, გთხოვთ ნახოთ დანებების ინსტრუქციები ქვემოთ მოცემულ ბმულზე და მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს გაუგებრობის შემთხვევაში.
https://old.reddit.com/r/quittingphenibut
უცხო ქვეყნიდან მოქალაქემ პირადი მოხმარებისთვის პირადი ბარგის სახით
შეიძლება შემოიტანოს 31 დღის მარაგი სტიმულანტი (Methylphenidate).
ამისთვის აუცილებელია "სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია".
გთხოვთ კანონს გადახედოთ თუ რა არის საჭირო რომ დაკმაყოფილდეს "სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია".
მაგალითად, თუ თურქეთში მოძებნი ექიმს რომელსაც შეუძლია შენთივის ყოველთვე სტიმულანტის გამოწერა,
შეიძლება სტრატეგია შეიმუშავო, ყოველთვე საზღვრის გადაკვეთის, და 31 დღის მარაგის ადვილად შემოტანის პირად მოხმარებისთვის.
(ეს არ არის იურიდიული კონსულტაცია)
ადრე შესაძლებელი იყო ფარმადეპოში ფორმა 100-ის წარმოდგენით, უცხოეთიდან მედიკამანტების შეკვეთა.
ეხლა არსებობს pharmaco.ge, ონლაინ ფარმა, რომელთაც შემოაქვს თურქეთიდან მედიკამენტები.
სამწუხაროდ არანაირი ფსიქოსტიმულანტები არ იწერება ამ მეთოდით.
მაგრამ თუ მომავალში რამე ცვლილება იქნება, შეიძლება ეს მეთოდი იყოს ნაკლებად უსარგებლო.
ყველა შემთხვევისთვის, Atomoxetine ან Modafinil (რომელიც მარაგში არ არის საქართველოში), შეიძლება გამოიწეროს ესე.
(შენიშვნა (2023-09-05), Modafinil აღარ ჩამოდის გამოწერით ესე)
(ჩვენ არანაირი თანამშრომლობა გაგვაჩნია pharmaco.ge-სთან და უბრალოდ ვახსენებთ მათ არსებობას)
საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სამწუხაროდ აქვს ბევრი ნაკლებობები. კაცმა არ იცის მომავალში რა დაგემართება. შესაბამისად, სწორად არჩეულ უცხო ქვეყანაში გადასვლა გარანტიას გაძლევს შენს ყველა სამედიცინო მოთხოვნის დაკმაყოფილებას მომავალში.
გერმანიას აქვს ძალიან კარგი ჯანდაცვის სისტემა, სერვისების ხელმისაწვდომლობის მხრიდან და ფინანსების მხრიდანაც. გერმანიაში კანონით აუცილებელია ყველა რეზიდენტს ქონდეს ჯანდაცვის დაზღვევა (რაც მარტივი გასაკეთებელია), მიუხედავად იმისა არის თუ არა გერმანიის მოქალაქე. გერმანიას აქვს ასევე რამდენიმე მარტივი გზა ვიზის აღების.
უფრო ვფიქრობ შემდეგი ქვეყნები ჩავამატო: შვედეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ესპანეთი, ნიდელრანდები, ბელგია,
მაგრამ სხვა ქვეყნებიც (სადაც არის მაღალი სიცოცხლის ხარისხი Quality of life, და შედარებით მარტივი იმიგრაციის მეთოდები) შეიძლება.
ეს გვერდი შექმნილა კერძო პირის მიერ და არანაირ კავშირში არ არის არანაირ ორგანიზაციასთან. ამ გვერდის შემქმნელი არ არის არც ექიმი და არც ფსიქიატრი. ამ გვერდზე/საიტზე მოცემული არაფერი უნდა ჩაითვალოს სამედიცინო ან იურიდიულ რჩევად. თუ სამედიცინო რჩევა გესაჭიროებათ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია არის ჩემი აზრი, დიდი რაოდენობის ინფორმაციის მოძიების შედეგად. თუ როგორ გამოიყენებთ ამ გვერდზე/საიტზე მოცემულ ინფორმაციას მე პასუხისმგებელი არ ვიქნები.
ეს გვერდი ხშირად ნახლდება და შეცდომები სწორდება. თუ შეცდომები აღმოაჩინეთ, გთხოვთ დამეკონტაქტოთ.
თუ გსურს ჩვენთან გამოხმაურება, ამ გვერდზე ჩასწორებებში დახმარება, გამოცდილების გაზიარება, კითხვების დასმა, ან თუ უკეთესი სტრატეგია შეგიძლიათ შეიმუშავოთ ჩვენს მიზნის მისაღწევად, შემოგვიერთდეთ ჩვენს Discord სერვერზე!
ამის გარდა ასევე მე პირადად მაქვს ელ-ფოსტა [email protected]
და Twitter.
დამატებით, მე ასევე პერიოდულად ვადევნებ თვალს ADHD თემას forum.ge-ზე სიახლეებზე.